"ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში" - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 18:35, 19 Aug, 2019     903
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაზის თქმით, ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ძალებს სურთ ომი, დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს ჩამოშლა, იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების რეალიზება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული პოლიტიკა და რეალური შესაძლებლობა, იმისა, რომ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს მშვიდობით და ომის გარეშე,

„ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ და იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა, რათა მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ისინი არიან დაკავებული თავისი სახელმწიფოს, თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები განახორციელონ, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ომი, სურთ დესტაბილიზაცია და სურთ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამაზე რაღაც იხეირონ. მე მივმართავ მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ომი ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ სურს და საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ომის გარეშე, მშვიდობით, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შექმნას ის მომავალი და ის მომენტი, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. დღეს, რეალურად, ეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს ზუსტად ამ გეგმის საწინააღმდეგოდ. მათ აქვთ ერთდერთი მიზანი, როგორმე ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში. მე პირობას გაძლევთ, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენ, ყველა მოქალაქესთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ექნება მშვიდობიანი მომავალი" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42