ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედნისთვის კლდე მოჭრა
პოლიტიკა - 18:08, 19 Aug, 2019     1769

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში კლდე მოჭრა. უნიკალური ქართული კურორტის მთაზე ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედანი შენდება.

”კურიერმა” გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის მინი აეროდრომი უკვე ექსპლუატაციაშია და იქ ოლიგარქის ვერტმფრენიც დგას. დაცვის თანამშრომელი არ უარყოფს, რომ კლდე მოიჭრა და იქ ბიძინა ივანიშვილის აეროდრომი მოეწყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ აეროდრომამდე გზა გაჰყავთ. აეროდრომი კი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწყო.

"აგერ გზა. ზემოთ კეთდება ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ბიძინა ივანიშვილისთვის,"-ამბობს ადგილობრივი.

ამ დრომდე დახურულია აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ ამ შენობის ახლოს მოიჭრა კლდე. ძველის ნაცვლად, ახლა ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება. ახალი ცენტრი კი ქალაქგარეთ ააშენეს, თუმცა ის ჯერ არ გახსნილა. დირექტორი კი ამბობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ აბასთუმნის ჰაერის მნიშვნელობა მხოლოდ მითია.

"აქ იქნება ფართო სპექტრი სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებით დაავადებულ პირთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენითი მკურნალობა, სარეაბილიტაციო პაციენტები ჩამოვლენ.

ეს ძველი სტერეოტიპებია(რომ ჰავა ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ მნიშვნელოვანია), სამწუხაროდ სტერეოტიპების ნგრევა საკმაოდ ძნელია. თქვენ ამბობთ, რომ სტერეოტიპების ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილს მოეწონა ეს ადგილი,"-ამბობს აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი, რევაზ ჟღენტი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი აბასთუმანი იყიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42