საქართველოს U18 ნაკრებმა შვიდკაცა რაგბში ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა
სპორტი - 17:23, 19 Aug, 2019     2929

საქართველოს შვიდკაცა რაგბის 18-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს და ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს: რუსეთის ნაკრებთან - 27:12, ლუქსემბურგთან - 29:12 და ბოლოს, ირლანდიასთან - 31:7 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

მეოთხედფინალში ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ნაკრებს 21:5 მოგეს. თუმცა, ამ მატჩში გუნდის ლიდერს დავით ნინიაშვილს მეტოქეზე განზრახ უხეშობისთვის - მაღალი ბოჭვისთვის, მსაჯებმა წითელი ბარათით აჩვენეს და გააძევეს. გუნდმა მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა, მაგრამ ნინიაშვილმა დისკვალიფიკაციის გამო ნახევარფინალი გამოტოვა, რომელიც სამწუხაროდ, უკანასკნელ წუთზე, როდესაც ანგარიში 14:12 იყო, დავთმეთ - ესპანელებმა ბოლო შეტევა წარმატებით დაასრულეს და 19:14 მოიგეს.

მოულოდნელად, მეორე ნახევარფინალში ჩემპიონატის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ირლანდიათან 24:14 დამარცხდა.

მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან 10:14 წააგო და მეოთხე ადგილს დასჯერდა, ჩემპიონი კი, ქართველი ახალგაზრდების მიერ ჯგუფში ადვილად დამარცხებული ირლანდია გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთს 26:12 მოუგო.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შვიდკაცა რაგბის 18-წლამდელთა ნაკრებმა საუკეთესო მაჩვენებელი (მეშვიდე) სამი პოზიციით გააუმჯობესა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42