სუს-ში დაწყებული გამოძიება - ბიძინა გეგიძე მის წინააღდმეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნებს
პოლიტიკა - 15:21, 19 Aug, 2019     1069
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. დეპუტატმა განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. გეგიძემ ახსენა გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც მისი მეგობარია და მიანიშნა, რომ გამოძიება კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე დაიწყო.


"ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას, სანამ გავხდებოდი პარლამენტის წევრის. ეს არის საქართველოს ფოსტა - იქ მე ვიყავი დირექტორის მოადგილე აქედან გამომდინარე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და ვახორციელებდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემს საქმიანობას. ამის შემდეგ მე ვარ პოლიტიკოსი. გავხდი ვაკის მაჟორიტარი, შემდგომ ფრაქციის თავმჯდომარე და შემდგომ გავხდი პოლიტსაბჭოს წევრი პარტია “ქართული ოცნების“ და ამ რანგში ვიყავი ჩემს პოლიტიკურ პროცესში და არასოდეს ჩემი პრინციპებისთვის... გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდანგამომდინარე.

პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და მოიძებნა სამართლებრივად ჩემი სამსახურეობრივი თემა, კონკრეტულად რას ეხება, როდესაც მივალ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ამის მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო“- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

დეპუტატის განცხადებით, უთანხმოება თანაგუნდელებთან მას უვადო მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით აქვს.

"უზენაესი სასამართლოს თემა როცა დაიწყო, წინა წლის დეკემბერში, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია შედეგი. ის პირველი სია რომელიც შემოვიდა მაშინ ეს იყო მიუღებელია და ეს პროცესი რასაც ვუყურებ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ამ პროცესმა ჩემში ვერ შექმნა ოპტიმიზმი,რომ ამ პროცესს ნდობა გამოვუცხადო, გასაუბრებები ხომ ნახეთ ყველამ. მთელმა პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია ოპტიმიზმი, რომ მე მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ სიას. პროდუქტი სიის სახით, რომელიც შემოვა პარლამენტში, დავტოვებ უმრავლესობას, ამ სიტყვას დავიჭერ, არ გადავალ და თუ ეს სია ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს თემა ჩემთვის, რომ მე უმრავლესობიდან უნდა წავიდე, მით უმეტეს თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს,“-ამბობს ბიძინა გეგიძე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, რომელიც ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს, ბიძინა გეგიძის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42