"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე რუსი ოკუპანტების გუგტიანთკარში გამოჩენას და სადერმაკაციო სამუშაოების განახლებას საქართველოს პრეზიდენტის ადგილზე არ ჩასვლას პრორუსულ პოლიტიკის სააშკარაოზე გამოტანად აფასებს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პრეზიდენტის არხეინ გულგრილობას, რომელიც პირდაპირი ლუსტრაციაა „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის, რომელმაც წლების განმავლობაში მთლიანად მოშალა ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების სისტემები, რომელიც რუსეთის მსგავსი თვითნებური ნაბიჯების პრევენციისთვის გამოიყენებოდა და მთლიანად წაუყრუა საეთაშორისო ასპარეზზე ამ პრობლემას, რამაც უკვე შეუძლებელი გახადა დღის წესრიგში მთავარ პრობლემად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების არსებობა. ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღესაც კი რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით აგრძელებს ქართული ტერიტორიების შემოღობვას, იქ სახლების დანგრევას, ხოლო საპასუხოდ ვისმენთ ხელისუფლების რეაქციას - „შვებულებაში ვარ და დამელოდეთ“, „თავისის სახლია და უნდა დაშლის, უნდა არა“, ეს არის ძალიან მავნებლური გულგრილობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელსაც ყოველდღიურად ეწირება ადამიანების მშვიდი ცხოვრება და ამ ადამიანების ბედი" - აღნიშნა ირაკლ აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






