"მინდა, მივმართო გიორგი ანწუხელიძის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რო თქვენმა თაობამ ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს" - თალაკვაძე
პოლიტიკა - 17:30, 18 Aug, 2019     792

გიორგი ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც ისტორია შექმნა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! გმირის, რომელმაც ისტორია შექმნა! გმირის, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! 24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!

მინდა, მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს! დიდება გმირებს!“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 35 წელი შეუსრულდებოდა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42