პრემიერს უნდა დაერეკა და მართლა აეწრიალებინა თავისუფალი სამყაროს ლიდერები - ოპოზიცია გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე
პოლიტიკა - 13:19, 18 Aug, 2019     732
ვითარება გუგუტიანთკარში - ოპოზიციის თქმით, რომ მთავრობის წევრებს ოკუპაციის გასაპროტესტებლად არაფერი გაუკეთებიათ.


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებს ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ, რასაც ვერ იღებენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა დაერეკა და მართლა აეწრიალებინა თავისუფალი სამყაროს ლიდერები, მაგრამ როგორც ვხედავთ, არის ის მოცემულობა, როდესაც ამ ადამიანებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, მათ შორის, არც ეკონომიკური და სოციალური დახმარების, არც საუბარი აღარ არის მორალურ დახმარებაზე, თანადგომაზე ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ოკუპანტების დღევანდელი ქმედებები ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, რუსეთს დაუსჯელობის სინდრომი აქვს, რადგაც არცერთ გატაცებასა თუ უკანონო ბორდერიზაციაზე, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.

„ეს ყველაფერი არის იმის პირდაპირი შედეგი, რომ გასული წლების მანძილზე, მათ შორის, მის გამო, რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაეცვა საკუთარი პოზიციები, ბევრად უფრო ეფექტიანად. ამ წლებში, სამწუხაროდ, ქვეყანას მართავს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფაქტობრივად, იმეორებს რუსულ გზავნილებს, რაც შეეხება 2008 წლის ომს და ამით, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ეს ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციის პროცესი, ღრმავდება ქვეყანაში, სრული დაუსჯელობის სინდრომი აქვს რუსეთს, იმიტომ, რომ არცერთხელ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწია არცერთ მსგავს დარღვევაზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42