საგარეო საქმეთა მინისტრი გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" მე-11 დღეს პირველად ჩავიდა და მოსახლეობას გაძლიერებული დაცვით, მედიის გარეშე შეხვდა
პოლიტიკა - 19:10, 17 Aug, 2019     1061
გუგუტიანთკარში ცოტა ხნის წინ დავით ზალკალიანი ჩავიდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფელში ჟურნალისტების გარეშე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა მოსახლეობა სალაპარაკოდ იმ ადგილზე დაიბარა, სადაც მის უსაფრთხოებას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მოსახლეობასთან მედიის გარეშე შეხვედრის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ მას ჟურნალისტების თანდასწრებით საუბარი არ უყვარს.
რაც შეეხება მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება სრული დატვირთვით მუშაობს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, პარტნიორ ქვეყნებს, მიმდინარე უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ.
„მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. სწორედ, ამ მცდელობების შედეგად, ეს ორი დღეა, იცით, რომ ეს პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების გარანტიას. პირიქით, 24-საათიან რეჟიმზე არის გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთლიანად ჩვენი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ. ყველა დიპლომატიური მისია არის ინსტრუქტირებული, ელჩები, რომ მუდმივ რეჟიმი ინფორმირებული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჩემი სურვილი იყო, რომ მედიის გარეშე, მე არ მიყვარს მედიასთან ასეთ თემებზე, ასეთი საკითხების გამოყენება, რაღაც სხვადასხვა პიარული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს, მე მინდოდა, რომ ძალიან გულწრფელად, ღიად ეთქვათ თავიანთი სათქმელი და მე ეს სათქმელი მათგან მივიღე და მოვისმინე. ისინი იყვნენ ძალიან გულწრფელები და მე მადლიერი ვარ მათი, რომ ძალიან გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმ ქმედებებთან დაკავშირებით და იმ საქმიანობასთან მიმართებაში, რა საქმიანობაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათ აქვთ ამის სრული გაგება და მათი თხოვნაც არის, რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული სიტუაცია, იმისკენ რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42