"გვეუბნებიან, რომ მშვიდობა, თურმე ყოფილა ინერტულობა, არაფრის გაკეთება, დუმილი" - ექსპერტები გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებსა და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ
პოლიტიკა - 17:45, 17 Aug, 2019     532
გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ანალიტიკოსები და ექსპერტები ეხნაურებიან.

ისინი ხელისუფლებას დაგვიანებული ქმედებების და საერთაშორისო პარტნიორებთან არასათანადო მუშაობის გამო აკრიტიკებენ.


ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხზე ძალიან ინერტულია.

„ეს ხელისუფლება ზოგადად, არის ძალიან ინერტული ამ საკითხზე. ჩვენ დღეს გვეუბნებიან, რომ მშვიდობა, თურმე ყოფილა ინერტულობა, არაფრის გაკეთება, დუმილი. მშვიდობა არ არის ინერტულობა და დუმილი. ინერტულობა და დუმილი ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დებილიზაცია, ეს არის სახელმწიფოს ეჭვი თავისივე თავზე და აი, ამ ეჭვის გამოწვევა უნდა ზუსტად რუსეთს ჩვენგან, ვიმსახურებთ თუ არა ვიყოთ დამოუკიდებელი, ვიმსახურებთ, თუ არა ეს მიწები იყოს ჩვენი, ვიმსახურებთ თუ არა, რომ ოკუპაცია დასრულდეს. აი, ამ ყველაფერზე ეჭვი არის დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის ის ეჭვი, რომელზეც რუსეთიო მუშაობს. ჩვენ მთელ ქვეყანას და პოლიტიკურ კლანს უდნა ჰქონდეს ერთი, ცალსახა, მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე, ოპოზიცია და პოზიცია ყოველთვის დუმან მუშაობდნენ ერთად საერთო ეროვნული სტრატეგიის შესამუშავებლად, როგორც განვითარების, ასევე თავდაცვის თვალსაზრისით და არ შეიძლება, რომ ამ საკითხზე იყოს აზრთა სხვა და სხვაობა,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ ხელისუფლება რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისული სიტუაციების განსამუხტად უძლური და აბსოლუტურად მოუმზადებელია.

„ეს რუსული ქმედებები, ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ემთხვევა გარკვეულ პოლიტიკურ, თუ სხვა ტიპის მოვლენებს, პოზიტიურ მოვლენებს საქართველოში, იმისთვის, რომ ალტერნატიული ნეგატიური ფონი შექმნან. მაგალითად, როდესაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, ან არის მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. ამიტომ, წესით, ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი ხელისუფლებისთვის, მათ მეტ-ნაკლები ალბათობით უნდა ჰქონდეთ გათვლილი აი, ეს ქმედებები და შესაბამისად, მათზე რეაქცია. მერე არ უნდა იწყებდნენ ფიქრს, რომელი მინისტრი ჩავიდეს, რომელმა მინისტრმა რა განცხადება გააკეთოს, ან გააკეთოს თუ არა საერთოდ, რუსეთი ახსენონ, არ ახსენონ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოსახლეობაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, იმიტომ, რომ ჩვენი, როგორც მოსახლეობის განცდა არის, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოუმზადებელი ასეთი ტიპის კრიზისებისთვის, რომელსაც რუსეთი ქმნის მაშინ, როდესაც ის მის პოლიტიკურ ინტერესებშია,“- განაცხადა ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42