საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე იმყოფებოდა.
დავით ბაქრაძე ადგილზე მყოფ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ დამოტაჟებულ რკინის გამყოფ ღობეებთან მივიდა.
„ოკუპაცია გრძელდება და სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა. ამიტომ სრულიად აუცილებელია შეწყდეს დამაზიანებელი შიდა სიკუსია და მთელი ჩვენი რესურსი მოვახმაროთ ოკუპაციის შეჩერებას. დღეს გუგუთიანტკარში უნდა იდგეს ყველა, უნდა იდგეს ხელისუფლებაც, უნდა იდგეს ოპოზიციაც იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესია, დავდგეთ ერთად იმისთვის რომ გავაჩეროთ ოკუპაცია, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ჩამოვედი მე აქ, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მაქსიმალურად მივიღოთ ამ პროცესში, ევროპულ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საგარეო კონტაქტები. ჩვენ ყველა კონტაქტს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაშ, ჩვენ მზად ვართ ქვეყნის შიგნითაც ვიმუშავოთ და აქ ჩამოსვლა არის ის სიმბოლური ნაბიჯი რომლითაც გამოვხატავთ, რომ დღეს ჩვენი ამოცანა, ყველას ერთად, ხელისუფლებისაც, ოპოზიციისაც, ძალიან განსხვავებული ადამიანებისაც, ჩვენი ასერთო ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის შეჩერება და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, ადგილზე მყოფმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების მიერ გუგუტიანთკართან სამუშაოები აღარ მიმდინარეობს და სიმშვიდეა.
დღეს გუგუთიანტკარში მე არ მინდა შიდა უთანხმოებებზე საუბარი. აქ დამნაშავე არის მხოლოდ ერთი რუსეთი და ნებისმიერი განცხადება რომელსაც ბრალი გადმოაქვს შიდა ქართულ განსხვავებებზე უადვილებს რუსეთს ბორდერიზაციას და ეხმარება რუსეთს ოკუპაციაში. ამიტომ აქ დღეს, აი ამ ადგილას, საოკუპაციო ზოლის გვერდით მე არ ვილაპარაკებ, თუმცა ძალიან ბევრი არგუმენტი შემიძლია გითხრათ, მაგრამ არ ვაპირებ შიდა დისკუსიაში შესვლას იმიტომ, რომ ნებისმიერი შიდა დისკუსიაში შესვლა უადვილებს მთავარ დამნაშავეს რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებას. არ უნდა მივცეთ მთავარ და ერთადერთ დამნაშვავეს, რუსეთს საშუალება ჩვენი შიდა კამათის გამო უპრობლემოდ გააგრძელოს საქართველოს ოკუპაცია და ჩვენი შიდა მიწების მიტაცება ამიტომ აქ ამადგილას ნამდვილად არ ვაპირებ ამ ტიპის დისკუსიაში შესვლას“ - აცხადებს ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






