პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ უკანონო მოქმედებები - ამის შესახებ უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„2011 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი სასტიკად აისახება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამის შედეგად იზღუდება ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედება არა მხოლოდ ართულებს ისედაც საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას, არამედ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მოვუწოდებთ, რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის კონფლიქტამდელ პოზიციებზე ძალების გაყვანა, საქართველოს რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გახმობა და რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი შეშვება" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






