პრემიერი მამუკა ბახტაძე დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან.
„ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც თქვენ ახლა დასვით, ვინაიდან, როდესაც კი დაიწყო ეს პრობლემა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე 24 საათიან რეჟიმში, ჩემი თხოვნით, როგორც ქეთი ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დღეს ადგილზე იყო ჩასული და ყველამ თავის თვალით დაინახა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, გრძელდება სამწუხაროდ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, სწორედ მათ აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო თითოეული თქვენგანი და საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს" - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






