თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბინაო ფონდის დიდი ნაწილი გაყიდულია ან არაკანონიერი გზით დაიკავეს სხვადასხვა პირებმა - აუდიტის სამსახური
პოლიტიკა - 17:39, 16 Aug, 2019     953
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი რაოდენობის და ღირებულების ძრავ ქონებას ფლობს. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მის ბალანსზე ირიცხებოდა 4,7 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივები. აქედან, უძრავი ქონების1 ნარჩენი საბალანსო ღირებულება 1,7 მილიარდ ლარს აღემატება. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული გარკვეული ოდენობის უძრავი ქონება აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად, ანუ არ არის შეფასებული, რის გამო მათი ღირებულება ფინანსურ ანგარიშგებაში არ აისახება. შესაბამისად, სამინისტროს ერიცხება გაცილებით უფრო მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება, ვიდრე ეს ბალანსით არის წარმოდგენილი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ქონების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ნაკლოვანებები და პრობლემები:

სამინისტროს არასაკმარისი ინფორმირებულობა ბალანსზე არსებული ქონების შესახებ და სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლოვანებები

მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. საბინაო ფონდიდან მოსამსახურეს უნდა მიეცეს სამსახურებრივი დანიშნულების (დროებითი) საცხოვრებელი ბინა, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში უნდა ჩააბაროს სამინისტროს.

ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, არც კონტრაქტით დასაქმებულებისთვის, ბინის საკუთრებაში გადაცემა გათვალისწინებული არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს 2007 წელს დამტკიცებული კონტრაქტის ნიმუში, რომელიც ითვალისწინებდა შესაბამისი სამხედრო მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემას. კონტრაქტის ეს ფორმა 2009 წლიდან შეიცვალა ისეთი ნიმუშით, რომელიც ბინის საკუთრებაში გადაცემას აღარ ითვალისწინებს, მაგრამ სამინისტროს წარმოექმნა ვალდებულებები იმ სამხედრო მოსამსახურეების (დაახლოებით, 2300 მოსამსახურე) მიმართ, რომლებმაც ზემოხსენებული (2007 წელს გაფორმებული) კონტრაქტების ვადა დაასრულეს. მათგან დაახლოებით 750 პირს ჯერ კიდევ მისაღები აქვს ბინა. აღნიშნულ პირებს სამინისტრო ოფიციალურად (მინისტრის წერილებით) დაპირდა ვალდებულების შესრულებას 2020 წლის ბოლომდე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სამხედრო მოსამსახურეებს ბინა შეიძლება გადაეცეთ საკუთრებაში, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარკვეული კრიტერიუმებით (მაგალითად, დაღუპული ან დაჭრილი მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ბინის გადაცემა).

საბინაო ფონდის სიმცირის გამო, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს, სახელმწიფოსგან სამსახურებრივი (დროებითი) ბინა არ მიუღია, ხოლო ვინც მიიღო, მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუბრუნა სამინისტროს დაკავებული ფართი (ზოგიერთმა მათგანმა ბინა საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო გარკვეული ნაწილი არაკანონიერად აგრძელებს ბინის გამოყენებას).

აუდიტის მიმდინარეობისას ჯლუსის ცენტრების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა დაახლოებით, 18,591 ბინა, საიდანაც:

შესაბამისად, 2019 წლის მაისის მდგომარეობით სამინისტროს თავისუფალ განკარგვაში დაახლოებით, 71 ბინა ჰქონდა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დააზუსტოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებსაც ეკუთვნით და ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართი და შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივი ბინით სარგებლობის წესისა და კრიტერიუმების შემუშავებას.

საბინაო ფონდის სიმცირე გამოწვეულია წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკით, ასევე შესაბამისი კონტროლის გარემოს სისუსტეებით, კერძოდ:

1. სამინისტროს კუთვნილი საბინაო ფონდის დიდი ნაწილი, წლების მანძილზე უკვე პრივატიზებულია ან არაკანონიერი გზით დაიკავეს სხვადასხვა პირებმა (დევნილები, სოციალურად დაუცველები, ასევე სხვა გაურკვეველი კატეგორიის პირები) და დაირეგისტრირეს მასზე საკუთრების უფლება. ასევე ზოგიერთ ბინას ე.წ. „შეჭრილი“ პირები შემოსავლის წყაროდ იყენებენ. არ არსებობს იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლებმაც არასანქცირებული გზებით დაიკავეს სახელმწიფო ქონება და შემდგომში სხვადასხვა გზით დაიკანონეს სახელმწიფოს კუთვნილი აქტივები. აგრეთვე, სახელმწიფო უწყებებში არ არსებობს იმ პირთა მონაცემები, რომლებსაც ერთხელ უკვე აქვთ მიღებული სახელმწიფოსგან ქონება უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოშობს იმის რისკებს, რომ ერთი კონკრეტული პირის მიერ, რამდენჯერმე მოხდეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ქონების არაკანონიერად დაუფლება და შემდეგ საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (იხ. ანგარიშის 5.1. ქვეთავი).

2. შესაბამისი კონტროლის არარსებობის პირობებში, სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, სამინისტროს ბინას არ აბარებს, რაც წარმოშობს სახელმწიფო ქონების არაკანონიერად დასაკუთრების წინაპირობას. (იხ. ანგარიშის 5.2 ქვეთავი).

3. სამინისტროს 700-ზე მეტი პირის მიმართ ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება აქვს, მაშინ როდესაც მისი საბინაო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ. გარდა ამისა, სამინისტროს აღნიშნული პირების ბინით დაკმაყოფილების გარკვეული პოტენციალი გააჩნია, რასაც არ იყენებს. მაგალითად, მცხეთის

ერთ­-ერთ სამხედრო ქალაქში მდებარე ორ კორპუსში დალუქულია 28 ბინა, რომელთა ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზემოხსენებული მოსამსახურეებისთვის საკუთრებაში გადასაცემად. (იხ. ანგარიშის 5.2. ქვეთავი).

ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელების საკითხზე. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ იღებს სამსახურებრივ ბინას. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ დაკავება (შეჭრა) და შემდგომ ამ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარკვეულ შემთხვევებში, სახელმწიფო ქონების მითვისების რისკების შემცველია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42