ხმაური საკრებულოში - ოპოზიცია უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ბრალეულობის საკითხის გამოვლენას ითხოვს
პოლიტიკა - 13:56, 16 Aug, 2019     781

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა და კახეთის გზატკეცილზე უხარისხოდ შესრულებული საგზაო სამუშაოები თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე ხმაურის მიზეზი გახდა.

ოპოზიცია პასუხისმგებელი პირის ბრალეულობის საკითხის გამოვლენას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილმა თქმით, გზის სარებილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად მთავრობამ 15 მილიონი ლარი დახარჯა, სამუშაოები კი უხარისხოდ შესრულდა.

„დედაქალაქის მერიას სამუშაოების წარმოების პერიოდში ზედამხედველობა ევალებოდა, მათ შორის, მიღება-ჩაბარება დედაქალაქის მერიას ექნება ხელმოწერილი, რის შედეგადაც მოხდა ამ თანხის გადარიცხვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კონკრეტული თანამდებობის პირები გამოიკვეთონ, რომლებმაც ჩაიბარეს უხარისხო სამუშაო და არ განახორციელეს კონტროლი, თუ რამდენად ხარისხიანად წარმოებდა სამუშაოები.“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის სახლთან დაგეგმილი მშენებლობას, ამ დროისთვის უცნობია, რა შენდება, თუმცა ცნობილია, რომ ბიზნესმენებს აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობიდან გამოსვლის მიზნით გადაეცათ. ფართი ვერეს ხეობაში ბიზნესმენებს ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ დაუკანონა, შემდეგ კახი კალაძემ ადგილზე ყოველგვარი მშენებლობა აკრძალა, რის გამოც მიწის მესაკუთრეებს ადგილმონაცვლეობა შესთავაზა.

„დღეს ხომ ვამბობთ, არ შეიძლება მშენებლობა, არც 2017 წელს არ შეიძლებოდა, მაგრამ გაიყიდა, შემდეგ 3 დღეში ზონალური ცვლილება განახორციელეს - X რომ ჰქონდა ფასი მიწის ნაკვეთს, შემდეგ უკვე 10-ში რომ გაიყიდა, 13-ში უკვე ზონალური გაუკეთეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დამატებით მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდა. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ დოკუმენტაცია, ასე სწრაფად, როგორ ხდებოდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის ამ წინადადებას სარევიზიო კომისიის წევრები არ დათანხმდნენ და ის ტყუილში დაადანაშაულეს.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხაბეიშვილის განცხადება ოპოზიციური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ზარქუას მტკიცებით, თბილისის მერიისა და კახი კალაძის მიმართ კრიტიკა მიუღებელია, რადგან დედაქალაქის მერი თავად ამოწმებს, ღამის სამ საათზეც კი მშენებლობებს, რაც მისი Live ჩართვებიდანაც დასტურდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42