„გარკვეული სიმართლის ეშინიათ გარკვეულ პირებს“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა უმძმესია
პოლიტიკა - 12:00, 16 Aug, 2019     1075

ე.წ. ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

„დღევანდელი შეწყალების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე არის. 6 თვეზე მეტია, რაც ასე ვთქვათ, მარჯვენა კიდურები გაჩერებულია და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მინიმუმ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე და ასევე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და ასევე, რა თქმა უნდა, მის წინამძღოლს უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ შეწყალებული იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე,“- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მის თქმით, ამ დრომდე არ მოხდა სასულიერო პირის შეწყალება. უფლებადამცველს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სიმართლის გამჟღავნების ეშინიათ, რომელიც შესაძლოა მსჯავრდებულმა გაასაჯაროვოს.

„როგორც ვატყობ, გარკვეული სიმართლის ეშინიათ გარკვეულ პირებს, რომლებიც არიან საპატრიარქოში, არ სურთ, რომ უშუალოდ მამა გიორგისგან გასაჯაროვდეს ის სიმართლე, რა სიმართლესაც შესწირეს მამა გიორგი,“- განაცხადა ადვოკატმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42