"ინფორმაცია, რომ თბილისის მოსახლეობას დაბინძურებული წყალი მიეწოდება სიმართლეს არ შეესაბამება" - GWP-ი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 11:45, 16 Aug, 2019     593

GWP-ი თბილისის წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

კომპანიის ცნობით, თბილისის მოსახლეობას უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

"დღეს, საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში წყლის ხარისხის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისის ზღვის წყალსაცავი უწყვეტად მარაგდება მდინარე არაგვის წყლით და მუხრანის ველის ჭაბურღილებთან, ნატახტრის, ბულაჩაურის წყალშემკრებებთან და ჟინვალის წყალსაცავთან ერთად მონაწილეობას იღებს თბილისის სასმელი წყლით მომარაგებაში.

თბილისის ზღვაზე ნედლი წყლის მოპოვება ტუმბო-აგრეგატების საშუალებით ხდება წყალაღებისთვის განსაზღვრული სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, სტანდარტებით განსაზღვრული სიღრმის დაცვით.

ნედლი წყალი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობაზე გადის დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას, ლაბორატორიულ ხარისხის კონტროლს, რის შემდეგაც გამანაწილებელი ქსელის საშუალებით თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.

სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მოწმდება სათავე ნაგებობებზე განთავსებული ჯივიპის ლაბორატორიების მიერ, რომლებიც აკრედიტირებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ყველა წყალაღების წერტილს, მათ შორის თბილისის ზღვის წყალაღების ტერიტორიას მუდმივად ამოწმებს გარემოს დაცვის სააგენტო. რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს რეგულარულად კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ" - აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42