"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობის 30 პროცენტი სასმელი წყლით მარაგდება ფეკალიები ჩაედინება.
აღნიშნული საკითხის დაყენებას დეპუტატები დღეს თბილისი საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ.
“10 მეტრში არის ფეკალიები და ჩემგან ოდნავ მოშორებით არის თბილისის ზღვა. ეს ფეკალიები დაკავშირებულია თბილისის ზღვასთან და თბილისელები სვამენ ფეკალიებით მოწამლულ წყალს. თბილისის მერ მოვუწოდებ, შესაბამისი სამსახურები გამოუშვან აქ, სასწრაფოდ აიღონ სინჯები, იმიტომ, რომ ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არის ეპიდემიის საფრთხე და ის რაც ახლა აქ ხდება, ეს არის დაუშვებელი. ეს არის თბილისელების დაცინვა. პირდაპირ მიერთებულია კანალიზაცია თბილისის ზღვასთან და ამის ნახვა ერთი თვალის მოვლებითაც შესაძლებელია" - ამბობს ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






