"ფილმი გაკეთდა ივანიშვილის პირადი ზედამხედველობით ლალიაშვილის და ნაცვლიშვილის მიერ...მორჩით თავის და სხვების მოტყუებას და კოლეგიალურ რაღაც თანაგრძნობას..." - გვარამია სკანდალურ ფილმზე
პოლიტიკა - 21:14, 15 Aug, 2019     1671
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2008 წლის ომთან დაკავშირებით გასულ ფილმს და ტელეკომპანიის ჟურნალისტების განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება:


"ახლა, დიდი ბოდიში, ბოდვას და ტყუილებს მოვრჩეთ.

იმედზე გასული მოღალატეობის ქრონიკა სად გაკეთდა და საიდანაა მოტანილი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, ჟურნალისტები რო არ მონაწილეობდნენ, თურმე (ვინ ამონაწილევებდა, რომც დომოდათ).

ფილმი გაკეთდა ივანიშვილის პირადი ზედამხედველობით ლალიაშვილის და ნაცვლიშვილის მიერ. და იმედის ჟურნალისტებმა იქნებ უარყონ, რომ ეს ორი ადამიანია დღეს მათი ედიტორიალის განმსაზღვრელი, ისინი უდგენენ ვიორსტკას, იძლევიან მითითებებს და ბოლოს გადიან სიუჟეტს დეტალებში. და რა, ამ ფილმამდე, ამავე ხაზის ასეთივე სიუჟეტები არ ყოფილა ამ არხზე, თუ რა?

მორჩით ახლა თავის და სხვების მოტყუებას და კოლეგიალურ რაღაც თანაგრძნობას თუ რაღაც ასეთ სისულელეს. და კოლეგებმა ერთი შემთხვევა მაინც მაჩვენეთ, თქვენი უსამართლო ჩაგვრის და სამართლიანი პროტესტის დროს ერთი იმედის ჟურნალისტის კოლეგიალური მხარდაჭერის. სულ იქეთ რატომაა ეს მხარდაჭერა, თან მთლად ღალატთან შემგუებლობის გასაზავებლად?

მართლა კმარა უკვე, გულისამრევი ტყუილები და სამარცხვინო დამშვიდება და კომპლიმენტები. ამ მსგომარეობის იმედზე, ქარატულ ოერტეზე, რუსულ პროპაგანდისტს ნადეჟდაზე ნორმალური ადამიანი არ უნდა მუშაობდეს - ამის თქმა უნდა ყველას და უნდა თქვათ. “ბავშვებს რა აჭამოს მერე” არ მუშაობს. სამშობლოს ღალატს ვერ უშველის ეგ არგუმენტი, ნუ ატყუებთ ნურც ყველას საყვარელ ღვინჯოს და ნურც უკლასეს ტორესას, და მერე ზურგსუკან ნუ ვიშვიშებთ - თვითონ ხო უნდა ხვდებოდეს კაცოო. პირდაპირ უნდა ითქვას - ასეა ეს" - წერს ტელეკომპანია "რუსთავი2" - ის ყოფილი გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42