საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში - ეკონომიკის სამინისტრო
პოლიტიკა - 18:34, 15 Aug, 2019     521

„2012 წლის ბოლო კვარტალიდან დღემდე საქართველოში შემოვიდა უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე მანამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის" მიერ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაზუსტდა, რომელმაც 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის წინასწარ მონაცემს 2.7 პროცენტით აღემატება.



„2018 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მართალია, შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ საქმე გვაქვს ობიექტურ ფაქტორებთან, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა და არცერთი მათგანი არ უკავშირდება რაიმე ფუნდამენტური რისკის რეალიზაციას ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას," - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ და დეტალურად განმარტა შემცირების ძირითადი მიზეზები.



მინისტრის მოადგილის თქმით, მაგისტრალური გაზსადენის პროექტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - არარეზიდენტების მიმართ უცხოური ვალდებულებების გასტუმრება, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით და მეორე - რამდენიმე მსხვილი საწარმო, რომელიც ადრე წარმოადგენდა არარეზიდენტების საკუთრებას, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადმოსვლა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების მიხედვით, არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია განახორციელა.


„დეტალური კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა ცალკეული შემთხვევები, სადაც სესხის გამცემი წარმოადგენდა არა „სხვა არარეზიდენტს", არამედ სესხის მიმღებ კომპანიასთან დაკავშირებულ სუბიექტს. ამგვარი სესხი კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას წარმოადგენს. შედეგად, 2007-2018 წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები გაიზარდა," - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42