„ივანიშვილმა გადაწყვიტა, სამაგიერო გადაუხადოს კახელ გლეხს იმ შედეგისთვის, რაც „ოცნებამ“ კახეთში არჩევნებზე მიიღო“ - ბოტკოველი ყურძნის ფასზე.
პოლიტიკა - 12:09, 15 Aug, 2019     1111

"წელს ყურძნის ფასი 60-70 თეთრი იქნება, რაც გასული წლის ფასებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. ასევე, სახელმწიფო უარს ამბობს სუბსიდირებაზე" - ასეთია ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა მთავრობის მხრიდან გლეხის დაცივნაა.

„ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს ყურძნის ფასი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს და პასუხი აგებინოს კახელ გლეხს იმ შედეგისთვის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კახეთში გასული წლის არჩევნებზე მიიღო.

იმის ნაცვლად რომ ხელისუფლებას ბოლო 7 წლის განმავლობაში ეზრუნა და ხელი შეეწყო გლეხისთვის, პირიქით, ის მთლიანად დამოკიდებული გახადა მონსტრ ქარხნებზე, რომლებიც პირდაპირ ადგენენ ფასებს და არ აინტერესებთ თუ რა ჯაფა გასწია გლეხმა წლიდან წლამდე.

ჩვენ გვახსოვს 2012 წელი, როცა ივანიშვილი თავის შანტრაბასთან ერთად კარდაკარ დადიოდა და კახელ გლეხს ეუბნებოდა რომ თურმე დაცივნა იყო თეთრი ყურძზნის ფასი, რომელიც იმ დროისთვის 1 ლარს შეადგენდა. დღეს კი მთავრობა გვეუბნება, რომ მისი ფასი 60-70 თეთრი იქნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით დღეს ამ თანხას რა მყიდველუნარიანობაც გააჩნია.

ამ ყველაფერთან ერთად, მთავრობა ამბობს, რომ სუბსიდირება არ იქნება. ის უბრალოდ გამოჰყოფს 20 მილიონ ლარს, ისიც მხოლოდ სახელმწიფო ქარხნებისთვის. ამ 20 მილიონით დარჩენილ ყურძენს შეიძენენ სასპირტედ. ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო დარჩენილ ყურძენს 40-50 თეთრად შეიძენს, დაამზადებს სპირტს, რომლის რეალიზებაც ჩინოვნიკების მაფიოზური კლანის მიერ მოხდება.

მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამით კახელი გლეხი თავს არ დაგაჩაგრინებთ და ის პასუხი, რომელიც მათგან გასულ წელს მიიღეთ, უფრო მკვეთრი გახდება იმ ღალატის გამო, რომელსაც მათ მიმართ ჩადიხართ“ - აღნიშნა ბოტკოველმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42