ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2-ის" ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს
პოლიტიკა - 10:52, 15 Aug, 2019     640

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლბის, ეროსი კიწმარიშილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2-ის" ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. განცხადებაში, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ გამოაქვეყნა, ის სასამართლოს მოუწოდებს უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.

ია კიწმარიშვილის პოტენციურ მყიდველებსაც მოუწოდებს არ გახდნენ საეჭვო გარიგების მსხვერპლი.

„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან სულ მცირე ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებას და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრის და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას.

მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა რაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებების და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში.

მაშინდელი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ქმედებით ისინი შეძლებდნენ ე.წ
„კეთილსინდისიერ” მყიდველად გაესაღებინათ მომდევნო მფლობელები, თუმცა წლების შემდეგ ამ თვალთმაქცური გარიგებების მთავარმა გმირმა ქიბარ ხალვაშმა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მომდევნო მყიდველები ზეწოლაში და თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დღევანდელმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა აღნიშნული დავა და ყველა მომდევნო მყიდველი არაკეთილსინდისიერებად სცნო და „რუსთავი 2“ ისევ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ ერთი ერთში მეორდება 2004 წელს „რუსთავი 2“-ის დაუფლების და სხვისი ქონებით უკანონოდ გამდიდრების მცდელობის მიზნით, ერთხელ უკვე გამოყენებული თაღლითური სქემა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით და შესრულებით.

მათ ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ ამ სქემამ ერთხელ უკვე დააზარალა კომპანიის დამფუძნებლები (კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე) და ყველა მომდევნო მფლობელი და მოვუწოდებ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ნუ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს და ნუ დაეუფლებიან სადავო ქონებას,” - ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42