შერჩევითი მიდგომა და არაობიექტური გამოძიება - 9 არასამთავრობო ორგანიზაცია 20 ივნისის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
პოლიტიკა - 10:10, 15 Aug, 2019     711
სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებაში შერჩევით მიდგომაზე საუბრობს. მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი უკვე რამდენიმე კვირაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საფუძვლით 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტს იძიებს. ამ მომენტისთვის ბრალდებულად არიან ცნობილი საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო და სხვა მთელი რიგი შეზღუდვები აქვს დაწესებული, ასევე პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი და 17 ადამიანი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ასევე მიმდინარეობს გამოძიება აქციის დაშლის დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების კონკრეტულ ფაქტებზე, თუმცა ამ მომენტისთვის ბრალი მხოლოდ ორ პოლიციელს აქვს წაყენებული.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო, კერძოდ:

წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონურია და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარება.

დღეის მდგომარეობით პასუხისგებაში არის მიცემული 19 დემონსტრანტი და მხოლოდ 2 პოლიციელი.

საგამოძიებო ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები, გარკევულ შემთხვევაში, ტოვებენ აღქმას, რომ ისინი არა საკითხის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, არამედ საზოგადოებაში ბრალდებულის მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას ემსახურება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო და მოგვიანებით, იმავე შემთხვევაზე მედიით გავრცელებული სრული ვიდეო მასალა, ობიექტურ დამკვირვებლს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ აღქმას უჩენს.

ცალსახაა, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებში ყველა მონაწილე ჯგუფის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და სათანადოდ შეფასდეს. უდავოა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა დარღვევაზე (დემონსტრანტების თუ პოლიციის მხრიდან) სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. თუმცა, ამგვარი რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, დასაბუთების მაღალი სტანდარტით და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა მოხდეს. მიმდინარე კრიზისის ფონზე, საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ფართო პროტესტის პარალელურად დემონსტრაციაში მონაწილეთა მიმართ შაბლონური შუამდომლობებისა და დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობის მასიურად გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე უფრო მიუთითებს. ამ შეფასებას ამძაფრებს ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე, ორი შემთხვევის გარდა, არ მიუღია სრულყოფილი პასუხი 20-21 ივნისს მოძალადე პოლიციელების მიმართ გატარებული რეალური ზომების შესახებ, კერძოდ დღემდე არ მომხდარა ყველა კანონდარმღვევი პოლიციელების გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა. ამასთან არც შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან მომხდარა პოლიტიკურ პასუხისმგებლობის გაზიარება, არც დემონსტრაციის დაშლისას გამოკვეთილი სისტემური პრობლემები არ ყოფილა გაანალიზებული და გააზრებული.“- ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ცენტრი „ემპათია“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მედიის განვითარების ფონდი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42