"გადაიხადოს ივანიშვილმა თავისი არხების 55 მილიონი თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ" - ჯანგირაშვილი
პოლიტიკა - 18:17, 14 Aug, 2019     1549

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ტელევიზიების დავალიანებთან დაკავშირებით ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს.

ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს 55 მილიონი გადაიხადოს, რომელიც მისი არხების საშუალებით ბიუჯეტს აკლდება.

"ჩემი პოზიცია ტელევიზიების დავალიანებებთან დაკავშირებით:

ბოლო ბოლო ითქვა ოფიციალურად:

რუსთავი – 28 მილიონი

იმედი – 19 მილიონი

მაესტრო – 8 მილიონი

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკეები დაიწყოს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი ვადით რესტრუქტურიზაცია ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და უკვე მესამედ ამ დიდ უსამართლობას აღარ დავუშვებ. როგორც კი ერთ წელზე მეტ ვადიან რესტრუქტურიზაციას ახსენებთ, შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ ერთი როგორ გამეკარებით სიახლოვეს. გარდა ამისა, მოვითხოვ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც გადამიხდია ბიუჯეტში სახელმწიფომ დამიბრუნოს უკან, იმიტომ რომ ბოლო ოცი წელია ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან – აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს. ეს მარტო უსამართლობა კი არა უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო.

ივანიშვილს უნდოდა იმედი– მისია

უნდოდა მაესტრო– მისია

უნდოდა რუსთავი2– მისია

ხოდა გადაიხადოს სასწრაფოდ ბიუჯეტში თავისი არხების 55 მილიონი თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ" - ამბობს ჯანგირაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42