"ომში მონაწილე რუს სამხედროებს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ" - "ევროპული საქართველო" ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 16:14, 14 Aug, 2019     582

"ევროპული საქართველო" საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ, გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა შემთხვევების შესახებ როცა რუსი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიაში, იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ ქართველების ეთნიკურ წმენდაში და მკვლელობებში დაუბრკოლებლად შემოდიან ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და სარგებლობენ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. ცხადია რუსი ტურისტები საქართველოში უნდა ჩამოდიოდნენ მაგრამ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ იმ პირების საქართველოში არშემოშვება ვინც ჩვენი მოქალაქეების სისხლს ღვრიდა,“ აღნიშნა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ასეთი პირების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას ხელისუფლებას ისედაც ავალდებულებს რადგანაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად უკანონოდ, ოკუპანტის სტატუსით იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის მოთხოვნის მიუხედავად მათ მაინც უშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე.

„ევროპული საქართველო პარლამენტში შევა რეზოლუციის პროექტით რომელიც დაავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი რუსი სამხედროების მონაცემთა ბაზა,“ დასძინა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42