„ეს ადამიანი იყო პოლიციელების მხრიდან ერთ-ერთი აქტიური კანონდამრღვევი 20 ივნისის დღეს, მთელი დღის განმავლობაში. პარლამენტში შესვლაზე ჩემზე იყო საშვი დაშვებული და ეს ადამიანი ძალიან აქტიურად და აგრესიულად მიშლიდა ხელს, არა მხოლოდ მე მიშლიდა ხელს, ის უშლიდა ხელს ჟურნალისტებს. ასეთი ადამიანის დაწინაურება, როდესაც გახარიაა გადასაყენებელი, ეს ამბავი არ აცდება გახარიას და ბიძინა ივანიშვილს და ამ ფონზე 20 ივნისის კანონდამრღვევი პოლიციელების დაწინაურება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის ჩამოქცეული და არ ენდობა ძალოვან სტრუქტურებს და თავის პოლიციას და კანონდამრღვევი პოლიციელი ურჩევნია იყოს რაღაც ხელმძღვანელ პოსტზე. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, ივანიშვილი ამით ხალხს დასცინის და ეუბნება იმას, რომ მას ხალხის აზრი, საზოგადოების განწყობები არ აინტერესებს, თუ საჭირო იქნება ვისვრი ათასჯერ ოღონდ ხელისუფლება შევინარჩუნო.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






