"მსურს საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის" - ავსტრიის ელჩი
პოლიტიკა - 15:46, 14 Aug, 2019     670

„მე ძალიან ვამაყობ, რომ ავსტრიული კომპანიები, მათ შორის, „დოპელმაიერი," იმყოფებიან და ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში - მათ ზუსტად იციან ლანდშაფტის მოთხოვნები, იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთა, ვინაიდან, მთები ამ ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავსტრიისთვის. მთების შემდეგ, ტურიზმი ჩვენთვის მთავარი ბიზნესსექტორია. ძალიან კარგი ინვესტიციაა ფრისტაილის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, რადგან ეს თვალსაჩინო გავლენას მოახდენს ტურიზმზე და აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას" – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სწორი მიმართულებით ხდება ურთიერთობების განვითარება ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში არსებული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად.

„საქართველო და ავსტრია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - არ ვგულისხმობ მხოლოდ ლანდშაფტს და ღვინის ტრადიციას. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ და მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ამ სექტორს - მთის კურორტების განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებს. პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს" - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ.

დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასასა ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42