28 მლნ „რუსთავი 2“-ს, 19 მლნ - „იმედის“, 8 მლნ - „მაესტროს“ - ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს
პოლიტიკა - 15:11, 14 Aug, 2019     1632
ტელეკომპანიებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდათ, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის გრაფიკის საკუთარი წინადადებების წარდგენას ითხოვს. მაჭავარიანის თქმით, საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს „იმედს“. „რუსთავი 2“-ის დავალიანება დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებშია, „იმედის“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ – 8 მილიონზე მეტი. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ივანე მაჭავარიანი მოუწოდებს ტელევიზიებს მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში მიაწოდონ მათი შეთავაზებები. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ტელევიზიებმა არ უნდა დააგროვონ ახალი ვალები. ის მოუწოდებს ტელევიზიებს, რომ მიმდინარე გადასახადები გადაიხადონ.


„ზოგადად, ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა პერიოდში საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალებს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიის მსგავსი ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს და გეტყვით, რა არის ჩვენი ხედვა ამის მოგვარებისა და გასწორების. მოტივი არის ის, რომ არიან ტელევიზიები, გაცილებით მცირე ზომის, მაგრამ არ აგროვებენ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად. ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის სამართლიანი და მგონი, უხერხულიცაა. მაგალითად, აქ ვხედავ „ტვ პირველის“ წარმომადგენელს და მიკროფონს. აღნიშნული ტელევიზია ამ წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა, ასევე იყო მაგალითად, „კავკასია“. ვფიქრობ, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ, ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, რასაკვირველია, პირველ რიგში, მოტივაცია არის, რომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, გასწორედეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. ჩვენ, ამ შემთხვევაში, მე, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა, მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში, უახლოესი ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა, მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებებით, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს. თუმცა პირველ რიგში, რაც არის ყველაზე მთავარია და დღეიდანვე უნდა მოხდეს, ეს არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ, აღარ დააგროვონ ვალი. ეს არის მთავარი პირობა.

მესმის, რომ პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი და გამორჩეული სხვა ბიზნესსექტორისგან. ხვალიდანვე და უახლოეს პერიოდშიც უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს.“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42