ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა აგვისტოს ომზე - ოპოზიცია "იმედის" სკანდალური ფილმის ავტორის დასახელებას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:42, 14 Aug, 2019     3080
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2008 წლის ომთან დაკავშირებით გასულ ფილმს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „იმედმა“ რუსული ინტერესების გამტარებელი ფილმი საქარათველოს ხელისუფლების დაკვეთით მოამზადა. ფილმის ავტორები უცნობია, ოპოზიცია მათი ვინაობის დასახცელებას ითხოვს.


„ეს არის საქართველოში მომზადებული, ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა. ფილმი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა ORT თუ "Russia today" ან რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე. ჩვენ მივმართავთ ტელეკომპანია "იმედს." სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ტელეკომპანია "იმედს" და საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია ყველასთვის რომ ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა ეს სამარცხვინო ფილმი. მათ გვინდა შევახსენოთ 2008 წელს მომხდარ ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველო არის მსხვერპლი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფილმი კრიტიკულად შეაფასა „მედიაჩეკერმაც“. მედიამონიტორინგის პლატფორმის შეფასებით ფილმში მიჩქმალულია მნიშვნელოვანი ფაქტები და ხდება მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. როგორც მედიაჩეკერი წერს, 20008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი:

„აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ როგორც ძალაუფლების „ყველაფრის ფასად“ შენარჩუნებისა და საზოგადოების თვალში „დაკარგული ლეგიტიმაციის“ ხელახლა მოპოვების გზა - ამ კონტექსტში წარმოჩინდა ყოფილი ხელისუფლება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმში - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ნაციონალური მოძრაობისა და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული ისე, რომ განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. აგვისტოს ომი წარმოჩენილია როგორც “მაშველი რგოლი” სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა “ოპოზიციის წნეხისგან” გათავისუფლებულიყო და დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.“- ნათქვამია „მედიაჩეკერის“ შეფასებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42