„გავრილოვის ღამე“ - შსს გამოყენებულ სპეცსაშუალებების რაოდენობაზე ინფორმაციას მალავს
პოლიტიკა - 12:24, 14 Aug, 2019     838

შსს 20 ივნისის ღამეს გამოყენებული სპეცსაშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს. გახარიას უწყებას მონაცემების გადაცემის მიზნით საინფორმაციო სააგენტო On.ge -მ მიმართა, თუმცა შსს მედიასაშუალებას უკვე 40 დღეა მონაცემებს არ აწვდის.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების გამიზნულ ქმედებებზე საუბრობენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ გახარიას უწყება დანაშაულის დაფარვის მიზნით ინფორმაციის გამჟღავნებას თავს არიდებს.

„20 ივნისს ხელისუფლებამ, შსს-მ და კერძოდ, მინისტრმა გახარიამ ჩაიდინეს დანაშაული. დანაშაული არის სრულიად შემაძრწუნებელი, როდესაც ყველას ესმის, რომ ესროდნენ ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, ესროდნენ ტყვიებს, რომლებიც ფაქტობრივად, არ იყო სანქცირებული და ეს ყველას ესმის უკვე, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია ლეტალური შედეგები და თვალები აქვთ ადამიანებს დათხრილი, ამ ფონზე მათ უნდა, რომ შეზღუდონ ინფორმაცია, რომ ეს დანაშული, რომელიც ფაქტობრივად, ყველამ იცის, არ გახდეს კიდევ უფრო დასაბუთებულად ცხადი საზოგადოებისათვის,“- განაცხადა რატიანმა.

ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გახარიას უწყება ინფორმაციის გაცემას თავს არიდებს, უტყუარი მტკიცებულებაა იმის, რომ ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს დასამალი.

„თუ გრიფის საიდუმლო მართლა დაედო ამ ინფორმაციას, ეს არის მაშინ გამიზნულად დამალვა ინფორმაციის საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ დავადგინოთ ზუსტად რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამე აქვს, როგორც ჩანს, დასამალი და ფაქტიურად, კონსპირაციაში შევიდნენ შესაბამისი უწყებები, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო და არ გახდეს ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა უნდა გასაჩივრდეს შესაბამისად, სასამართლოში და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ყველა ასპექტი, რაც უკავშირდება 20 ივნისის ღამეს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არის აუცილებელი,“- განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42