"კიბერშეტევა განხორციელდა განზრახ და როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლებისთვის სასურველი მოვლენა - მედიაექსპერტები "ტვ პირველზე" განხორციელებულ კიბერშეტევაზე
პოლიტიკა - 21:13, 13 Aug, 2019     648
კიბერშეტევა "ტვ პირველზე" - მედიაექსპერტი ნინო დანელია მოვლენების კონტექსტიდან გამომდინარე მთავრობის სავარაუდო ბრალეულობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ "ტვ პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში იყო.


„თუ შევხედავთ არა მხოლოდ "ტვ პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს, თავის გამოკითხვაზე მფლობელის დაბარებით და შემდეგ უკვე, ვთქვათ, როგორი კონტექსტითაც ხდებოდა მთელი ეს პროცესი, ამას ასევე თუ დავამატებთ მთელ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს "რუსთავი 2-ის" გარშემო, კერძოდ ის, რომ ქიბარ ხალვაში აპირებს ტელეკომპანიის გაყიდვას, ასევე, მანამდე თუკი გავიხსენებთ, ამას წინ უძღოდა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი სრულიად დაუმსახურებლად, რასაკვირველია, მთელი ეს გარემოებები ჩვენს გვაფიქრებინებს იმას, რომ "ტვ პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა განზრახ და როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სასურველი მოვლენა. რასაკვირველია, ჩვენ ახლა პირდაპირ ზუსტად ვერ ვიტყვით ვინ განახორციელა კიბერშეტევა, იმიტომ, რომ ბუნებრივია, ამას სჭირდება ფაქტობრივი მონაცემები, თუმცა მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ერთი რამ შეგვიძლია ნამდვილად ვივარაუდოთ, რომ ეს კიბერშეტევა არის ხელისუფლების მიერ მისგან დამოუკიდებელ მედიაზე შეტევის ნაწილი,“- განაცხადა დანელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თავმჯდომარე, პარალელს "თიბისი ბანკზე" განხორციელებულ იერიშთან ავლებს. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ეჭვს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამნაშავეები ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემულები არ არიან.

„მივიღეთ რამდენიმე თვის წინ, რომ "თიბისი ბანკზე" იყო იერიშის მცდელობა. ფაქტობრივად დაზუსტებული იყო შენობა, საიდანაც ეს იერიში განხორციელდ, თუმცა კონკრეტული პირები, ვინც შეიძლება პასუხისმგებლები ყოფილიყვნენ ამ დანაშაულზე პასუხისგებაში არ არიან მიცემული. ბუნებრივია, ეს აჩენს ეჭვს, მაშინაც აჩენდა ეჭვს და მსგავსი შემთხვევები ყოველთვის აჩენს ეჭვს, რომ ამის უკან ხომ არ დგას სახელმწიფო. იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული ტელეკომპანიის მესაკუთრე, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ წარმოებული მთელი კამპანიის შემდგომ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაცილებით მეტი ეჭვია, რომ ხელისუფლებას სურს მედიის გაკონტროლება. ყველა კითხვის ნიშანი საბოლოოდ იქნება მიმართული ხელისუფლებისკენ,“- განაცხადა მშვენიერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42