„ბლუმბერგი" საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პოპულარიზებას გაუწევს
პოლიტიკა - 21:30, 13 Aug, 2019     1160
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ბლუმბერგის მედია ჯგუფის" ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს შეხვდა.


შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ გლობალურ კორპორაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი" საქართველოს საინვესტიციოპოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს" შორის კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგის"მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოსტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება. ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას,ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42