"რუსთავი 2-ის" ყიდვის სურვილი, ამ დროისთვის არავის გამოუთქვამს - სალია
პოლიტიკა - 18:59, 13 Aug, 2019     596
"რუსთავი2" - ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქიბარ ხალვაშის განცხადებას არხის შეძენის შესახებ არავინ გამოხმაურებია. პაატა სალია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პროცენტის გაყიდვას აპირებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, ის დაელოდება პოტენციური მყიდველის შეთავაზებას.


კითხვაზე, რატომ იყო წარდგენილი გასაყიდად "რუსთავი 2" ნეგატიურ კონტექსტში, სალია აცხადებს, რომ პოტენციური მყიდველისთვის ცნობილი უნდა იყოს ის დავალიანებები, რომელიც კომპანიას გააჩნია.

„ჩვენ წარვადგინეთ ის რეალური ვითარება, რაც არის. შელამაზებული რომ წარგვედგინა როგორ გგონიათ პოტენციური მყიდველი გამოჩნდებოდა და არ გადაამოწმებდა და ვერ გაიგებდა რეალობას? ანუ ტყუილად დაგვეწყო ურთიერთობა პოტენციურ მყიდველთან. ჩვენ ვთქვით და თუ გამოჩნდება, გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ძალიან მარტივი,“-განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება "რუსთავი 2-ის" ვალს ბიუჯეტის მიმართ და ფინანსთა მინისტრის განცხადებას პაატა სალია აცხადებს, რომ ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან. მისივე თქმით, ამ დრომდე ის პირველი რიგის პრობლემების გადაჭრით იყო დაკავებული.

„აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საუბარი უნდა შედგეს. მოგეხსენებათ არც ისე დიდი დროა გასული რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ,“- "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

შგახსენებთ, ტელეკომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება "რუსთავი 2-ის" ერთი კვირის ვადაში გაყიდვის შესახებ, გუშინ გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42