მოსამართლემ, დანაშაულის დასადასტურებლად, მიუთითა მასალები, რომელიც ფიზიკურად არ უნახავს - ნიკა გვარამიას ადვოკატმა გირაო გაასაჩივრა
პოლიტიკა - 18:40, 13 Aug, 2019     663
ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა, "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორისთვის გირაოს შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრეს.

კიდევ ერთი სანქცია, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას დააკისრა, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვებია.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ მოსამართლე კერატიშვილს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკანონოა.

„მოსამართლე კერატიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო და ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას. არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც სასამართლოს ფიზიკურად არ უნახავს, იმიტომ, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მოიტანა მხოლოდ 6 ტომი და დანარჩენი მასალები არ მოუტანია და სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც ფიზიკურად საქალაქო სასამართლოში არ მოხვედრილა,“ - განაცხადა საძაგლიშვილმა.

"რუსთავი2"-ის ყოფილი დირექტორის უფლებადამცველი ამბობს, რომ მათ არაერთი საფუძველი აქვთ, რომელიც აჩვენებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ვარაუდის დასადასტურებლად, რომელიც მოწმეებზე ზეწოლას ეხება, მოსამართლემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ისეთი საქმე მიუთითა, რომელიც გვარამიას საქმეს საერთოდ არ შეესაბამება.

„რუსთავი 2-მა" არათუ იზარალა, არამედ სარგებელი მიიღო ამ ხელშეკრულებით და ამ ტრანზაქციებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოხვდა ჩვენს სააპელაციო საჩივარში, ზოგადად, ნიკა გვარამიას ედავებიან, რომ მან დაარღვია ფიდუციური მოვალეობები, ანუ ცუდი დირექტორი იყო, უკეთესად უნდა განეხორციელებინა ხელმძღვანელობა და მეტი ფული მოეტანა კომპანიაში. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება შევაფასოთ ადამიანი ცუდი დირექტორია თუ კარგი დირექტორია, ბუნებრივია, ყველაზე ოპტიმალური არის გავაკეთოთ შედარება, ვის უნდა შევადაროთ, ბუნებრივია, ტელეკომპანია "იმედს," რომელიც არის მისი მთავარი კონკურენტი. 2015 წელს, რაზეც ედავება პროკურატურა გვარამიას, რომ ის იყო ცუდი დირექტორი, "ტელე იმედმა" მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი დააახლოებით, სარეკლამო გაყიდვებიდან, ხოლო რუსთავი 2-მა მიიღო 35 ნახევარი მილიონი ლარი, ანუ 11 ნახევარი მილიონი ლარით მეტი აქვს მიღებული "რუსთავი 2-ს." ეს ბუნებრივია, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ ნიკა გვარამიას მიერ დადებული ხელშეკრულება, შერჩეული გაყიდვების სახლი და განხორციელებული ქმედებები, იყო ის საფუძველი, რამაც განაპირობა "რუსთავი 2-ის" ასეთი წარმატება და ამ წელს, ზოგადად, სარეკლამო ბაზარზე არსებული თანხების, 44,3 % შემოვიდა "რუსთავი 2-ში," ხოლო მის უშუალო კონკურენტზე, ტელე იმედზე 47%-ით მეტი თანხა აქვს მიღებული "რუსთავი 2-ს" მაშინ, როდესაც რეიტინგებში ბუნებრივია, ამხელა სხვაობა არ არის,“ - განაცხადა საძაგლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42