"ოპონენტები მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არიან დაკავებული" - მამუკა ბახტაძე "რუსთავი 2"-ზე
პოლიტიკა - 12:14, 13 Aug, 2019     781

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებული კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ოპონენტების ბრალდებები უსაფუძვლოა, საქართველოში მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი.

"სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული და არაფერი სხვა რამით, მე სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ. მინდა, გავაკეთო აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანზე, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ეს არის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება, აი აქ არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ესმის. საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს არის გარანტი, რომ საქართველო გააგრძელებს თავის განვითარებას. მე გუშინ რაც მოვისმინე და რაც წავიკითხე ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან, ამას ძალიან მარტივი შეფასება შეიძლება მივცე, რომელიც უკვე გავაკეთე. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები აგრძელებენ მსგავსი კონსპირაციული თეორიებით საზოგადოებასთან საუბარს. საზოგადოება თავის მხრივ, აკეთებს ჯანსაღ შეფასებას ამ ყველაფრის" - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42