"მოდაში შემოვიდა, რომ ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას"- ვოლსკი კეზერაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:21, 12 Aug, 2019     1025
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს კომენტარი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კეზერაშვილი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების მთავარი ფიგურანტია.


ვოლსკის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, იქნება თუ არა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა დაყენებული, თუმცა მმართველი გუნდის წევრი უარყოფს იმას, რომ კეზერაშვილის წინაააღმდეგ დაწყებული გამოძიება მის პოლიტიკურ გააქტიურებას და ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება:

"მოდაში შემოვიდა, რომ ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს და დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება ადამიანი გაშინებს ან ინდულგენციას ყიდულობს თავისი პოლიტიკჯური გეგმების განცხადებით. გააკეთებს განცხადებას, რომ პოლიტიკური გეგმები აქვს, ამავე დროს, მეორე მხრივ, შეიძლება სერიოზული დიდი ფინანსური დანაშაულები ჰქონდეს. ასე, რომ ერთი და მეორე ამ ფაქტების დაკავშირება, ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველზე, საკმაოდ ინტენსიურად ხდება." - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ისრაელში კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამას გარდა, ვოლსკი ამბობს, რომ გამოძიება საქართველოშიც არის დაწყებული.

„ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ისრაელში მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მისი და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც იარაღით ვაჭრობას ეხება. ეს ისრაელში, რაც მიმდინარეობს, საქართველოში საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი, იქამდე რამდენადაც ვიცი, დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა, ომის შემდგომ პერიოდში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა იქნა გამოვლენილი. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ, მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარე გამოძიებას, ერთი არის ფინანსური გადაცდომების საკითხზე და 7 ნოემბრის დარბევის საკითხზე. ასე, რომ ფინანსურ თემასთან დაკავშირებით, ბოროტად გამოყენების, კვალიფიკაცია არ მახსოვს ზუსტად, არის საქართველოშიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესი. წინასწარ მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვერც ამ ეტაპზე ვერ შევცვლი გამომძიებლის კომენტარს ამ საქმეზე.“ - განაცხადა ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42