„ხალვაში და სალია პასუხს აგებენ რ2-ის დასამარებისთვის და ვანო ჩხარტიშვილის კორპუსების პოლიგონად ქცევისთვის“- ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 17:21, 12 Aug, 2019     1126
რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ამჟამინდელი გენერალური დირექტორის პაატა სალიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში პასუხობს:


„ესე იგი, თურმე რ2ის დირექტორს (ნიკა გვარამიას), რომელსაც ზედამხედველობენ პარტნიორები (91% იწონებს საქმიანობას, 9% საერთოდ უცნობი იყო დღემდე) და მათ გარდა ბიუჯეტის დარღვევას ან კომპანიისთვის ზიანის მიყენებას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, უნდა მცოდნოდა ქიბარ ხალვაშის, პაატა სალიას და პროკურატურის აზრი:

1. 2015 წელს დადებულ კონტრაქტზე, რომლითაც ჩვენი შემოსავალი 32 მილიონი იყო, იმავე წლის მთავარი კონკურენტი იმედის 24ის საპირისპიროდ;

2. არხის მთავარ სახეებს, რომლებზეც გამწარებული ნადირობა და ხუთმაგი თანხების შეთავაზება მიდიოდა, როგორ ბონუსებს მივცემდი საარაკო მუშაობისთვის (გინდა პრემიას, გინდა ბინას, გინდა რასაც მინდა) და როგორ გარანტიებს ჩავუდებდი კონტრაქტში;

3. არქივს გავყიდდი თუ არა (არაერთხელ და არაიაფად - აკრძალული საქმიანობაა თუ რამე სპეციალური თანხმობა ჭირდება)

4. და, როგორც იკვეთება, ყველა სხვა საკითხზე და სარედაქციო პოლიტიკაზეც - ამას ითვალისწინებდა დროებითი მმართველების დანიშვნა, რაზეც დღეს ყეფს სამარცხვინო სალია.

და საერთოდ, რ2 სამინისტრო გგონიათ? ვინ გეკითხებათ რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი? რა გაყიდვების სახლში რა ინტერესი ქონდა, იმას არკვევთ? არანაირი, მაგრამ საერთოდ მე რომ ვყოფილიყავი მარტო ეგ გაყიდვების სახლი (და ჩემივე გადაწყვეტილებით არ ვიყავი არც მე და არც ვინმე სხვა დაინტერესებული პირი) მერე? ვისი რა საქმეა? პროკურატურამ უნდა გაარჩიოს? თუ მაშინ არარსებულმა ქიბარმა? თუ ჯერ არ გაუყიდია რ2ის მენეჯმენტს (ვინც ჩივის იმის მამკვიდრებელს, მაგალითად) რეკლამა? და საერთოდ, შიგ ხო არა გაქვთ, ვინ გეკითხებათ ეს კომპანია აქამდე როგორ ცოცხლობდა? ცოცხლობდა, ფეთქავდა და კიდევ იცოცხლებდა? რას მოეთრეოდით, ვინ დაგპატიჟათ?

ხოდა, რისთვისაც მოეთრეოდით და ვინც დაგპატიჟათ, ზუსტად ის ხდება და ეგ ნაძირალა ხალვაში, 300.000 რომ აქვს ”ნაყიდი” რ2 (!!!) და 25დღიანი ჩვარი დირექტორი პატასალია პასუხს აგებენ რ2ის დასამარებისთვის და ვანო ჩხარტიშვილის კორპუსების პოლიგონად ქცევისთვის. აგერ უყურონ და დაელოდონ.“- წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42