"სახე სისხლში ჰქონდა და ტიროდა თურმე ფანქრით დაუზიანებია თვალი..." - 18 წლის გოგოს, რომელსაც ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს დახმარება სჭირდება
პოლიტიკა - 17:26, 12 Aug, 2019     1055

„ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი...“ - როდესაც ანა კალანდაძის ამ ლექს ვუკითხავ ჩემს გოგონას, არ ვიცი ზუსტად იგი რას გრძნობს, მაგრამ ვხედავ თუ როგორ აინთება ყოველ ჯერზე მისი თვალები. ალბათ, გრძნობს დედის სიყვარულს და იმ განცდებს, რაც ჩემს გულშია“, - ამბობს თამარ თარგამაძე, რომლის 18 წლის ქალიშვილი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული.

რამდენიმე წლის წინ, მათ ოჯახის მარჩენალი გარდაეცვალათ, მამამ გულმა ვერ გაუძლო ქალიშვილის მძიმე ხვედრს.

ეპილეფსია - ეს საშინელი დაავადებაა. ღმერთმა აშოროს იგი ყველას. ანა ბავშვობიდან იტანჯება ამ სენით, მას ხშირად ემართება კრუნჩხვები, რომლის დროსაც ყვირის, თავს ახეთქებს კედელს, ეცემა იატაკზე და გონებას კარგავს...

მეზობლები მათ დაეხმარნენ რკინის კარის დაყენებაში, რადგან როდესაც დედა მაღაზიაში მიდის, იძულებულია ანა ჩაკეტოს, რომ ეს უკანასკნელი არ გაიქცეს სახლიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ანა თავს არ დაიზიანებს.

„ერთხელ მაღაზიაში გავედი პროდუქტების საყიდლად, შემდეგ აფთიაქში უნდა გამევლო, მაგრამ გული მეუბნებოდა „სასწრაფოდ წადი სახლში“. შევარდი ბინაში და რას ვხედავ - ჩემი გოგო წევს, სახე სისხლში აქვს და ტირის. თურმე ფანქრით დაუზიანებია თვალი...“, - იხსენებს თამარი თარგამაძე.

ქალბატონი თამარი ნამდვილად რომ გმირი დედაა. ღმერთია მოწმე - იგი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს, რომ მის შვილს არ მოაკლოს ყურადღება, იგი იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლის თითოეული წამისთვის!

-ხშირად მოსდის ეპილეფსიური შეტევები?

თამარ თარგამაძე: შეტევები ემართება დღის ნებისმიერ დროს. არავინ იცის, თუ რაზეა ეს დამოკიდებული. ღამით არ სძინავს მშვიდად, სულ ტრიალებს საწოლში. ფაქტიურად, არც მე მძინავს, მხოლოდ 3 საათი, ღამითაც ვერ ვტოვებ უყურადღებოდ, აბა რა ვქნა? შევამჩნიე, რომ ანას უკეთ სძინავს სავსე მთვარეზე, მის სახეზე მსუბუქი ღიმილი ჩნდება ამ დროს, ალბათ მას მფარველი ანგელოზი ესიზმრება, რომელიც ამშვიდებს და ნანას უმღერის.

-როგორც პატარა ბავშვია, არა?

თამარ თარგამაძე: დიახ, ოღონდ გაიზარდა სიმაღლეში, ისე ხასიათი არ შეცვლილა. ისეთივე ბავშვია, როგორიც იყო 18 წლის წინ. სათამაშოებით თამაშობს; ნახეთ, ირგვლივ სულ სათამაშოებია მიმოფანტული. ახლა, ამ წუთში მშვიდად არის, რადგან გამაყუჩებელი და ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამალი მივეცი. არ ვიცი, რა მეშველება, როდესაც მედიკამენტები გამითავდება, საერთოდ არ მაქვს მათი ყიდვის საშუალება.

-გამოდის, რომ ანას მთავარი საჭიროება - ეს არის წამალი?

თამარ თარგამაძე: დიახ, მედიკამენტების გარეშე იგი ვერ გაძლებს ერთი დღეც. კეთილო ადამიანებო, გაუწოდეთ ჩემს გოგოს დახმარების ხელი, გვაჩუქეთ მომავლის იმედი, მე თქვენი მჯერა!

მეგობრებო, როგორც ხედავთ, დედა-შვილი კალანდაძეები საჭიროებენ ჩვენს გადაუდებელ დახმარებას. მოდით არ გადავდოთ ეს საქმე ხვალისთვის, მოდით გავუღოთ ამ ადამიანებს ჩვენი გულები!

ანა, პირველ რიგში, საჭიროებს მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, აგრეთვე, საკვებ პროდუქტებს.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 или GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა კალანდაძე). თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42