„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 6 თვით ადრე, კომპანია რუსთავი2-ს დადებული აქვს ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული რუსთავი2-ის მთელი საარქივო 1994 წლიდან მოყოლებული 2019 წლამდე, რაც მთავარია ამ მასალის სხვაგან, ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენების უფლება. ეს არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე მინიმალურ ფასში, რაღაც კაპიკებში ხდება უნიკალური საარქივო მასალის გაქვითვა და ეს აღარ არის მხოლოდ რუსთავი2-ის საკუთრება და მასზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც. საყურადღებოა, ის რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, საუბარია ინტერმედიაზე, მოიაზრება ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის დირექტორად, საინტერესოა რატომ დადო გენერალურმა დირექტორმა ეს ხელშეკრულება, რითიც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მთავარი აქტივი მესამე პირს, რომელშიც სავარაუდოდ მისი ინტერესებიც იკვეთება ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე.“- განაცხადა პაატა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






