„რუსთავი 2“ იყიდება - სამაუწყებლოს კომპანიის გაყიდვის შესახებ დამატებითი განმარტებები არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„კომპანიის წილების გასხვისების პროცესი იქნება გამჭვირვალე და საჯარო, პოტენციურ მყიდველებისთვის შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა მათ ინტერესებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში კომპანიის ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა.
„დღეის მდგომარეობით, ბევრი დეტალი გამოვლინდა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ადგილი ქონდა მიზანმიმართულ ქმედებებს კომპანიის ინტერესების საზიანოდ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში სამართლებრივად არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ეს არ მოხდება და სწორედ ამიტომ იქნა ეს გადაყწვეტილება მიღებული“, - განაცხადა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






