კომპანია „ჰექსას“ ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:36, 12 Aug, 2019     986

კომპანია „ჰექსას“ ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ვფიქრობდი, საერთოდ მეპასუხა თუ არა გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, პატივისა და ღირსების შემლახველ სიუჟეტზე, რომელიც პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე აბსოლუტურ ტყუილსა და მონაჭორზეა აგებული. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი, რა უნდა მეპასუხა სრულ ზღაპარზე, რომელიც ფიქციური დღგ-ს ანგარიშფაქტურების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ეხებოდა. ერთადერთი რეალობა ამ მართლაცდა საშინელსიუჟეტიან ზღაპარში ის გახლდათ, რომ ნამდვილად ვიყავი კომპანია „ჰექსას“ წილის მფლობელი, 2015 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 4 თებერვლამდე, რომლის თანადამფუძნებელი იყო და დღესაც არის ოთარ ფარცხალაძის ვაჟი ანდრია ფარცხალაძე. ამ დროისთვის ამ კომპანიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, მაგრამ რომელ უკანონო საქმიანობასა და ბიუჯეტის თანხების მითვისებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა შემოსავლების სამსახურში არსებული საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით შპს „ჰექსას“ 2016 წლიდან დღემდე ბიუჯეტში, გადასახადების სახით, 24,5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი და არავითარი კითხვა ამ კომპანიის მიმართ არ გაჩენილა.

საერთოდ, გაუგებარია, როგორ დააკავშირეს ამ თემას ჩემი ბიზნესპარტნიორი ივანე ბაქრაძე, რომელსაც კომპანია „ჰექსასთან“ არასოდეს არ ჰქონია კავშირი.

30 წელია, ბიზნესში ვარ და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. სიუჟეტში ჩემს პარტნიორებად მოხსენიებულ პირებთან: ბიძინა ივანიშვილთან, მამუკა ბახტაძესთან, ოთარ ფარცხალაძესთან და უჩა მამაცაშვილთან, არანაირი საქმიანი და ნათესაური კავშირი არ მაქვს. მეტიც, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს ერთხელაც არ შევხვედრივარ. ამ სიუჟეტიდან კი გავიგე, რომ თურმე მათთან ერთად კორუფციულ გარიგებებში ვმონაწილეობ და ბიუჯეტის ფულს ვიპარავ. ეს ყველაფერი მართლაც სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ხალხის ნაწილს ამ მიზანმიმართული დეზინფორმაციის სჯერა.

არც მე და არც კომპანია „ჰექსას“ დასამალი არაფერი გვაქვს. მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და დოკუმენტებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართლებრივ გზას და ამ ცილისმწამებლურ, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ კამპანიას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42