მოსამართლის 8 გვერდიანი განჩინება დიმიტრი საძაგლიშვილმა დღეს ჩაიბარა. დოკუმენტში მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი იმ არგუმენტებს წარადგენს, რის საფუძველზეც ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარის გირაოს უფარდებს.
კერატიშვილი გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს.
დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნიკა გვარამია გირაოს გადახდას საერთოდ არ აპირებს.
ნიკა გვარამიას ბრალი პროკურატურამ ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი არც კი ჰქონია. ამასთან, დაცვის მხარეს დოკუმენტები კანონდარღვევით გადაეცა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისთვის გადაცემული მასალები 25 ყუთში ისე ჩაყარეს, რომ არც დაუნომრავთ და არც აღურიცხავთ.
გუშინ, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 80 ათასის ნაცვლად, 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






