კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატს მოსამართლის დადგენილების სააპელაციოში გასასაჩივრებლად 48 საათი აქვს.
მოსამართლე კერატიშვილი განჩინებაში განმარტავს, იმ მიზეზებს, რის გამოც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლე განჩინებაში წერს, რომ არსებობს საფრთხე ნიკა გვარამიას მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების საფრთხე.
დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს,რომ განჩინებაში არაფერია ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს დაკისრებული გირაოს გადახდას.
საძაგლიშვილი პროცედურულად არსებულ არაერთ შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა ადვოკატი ამტკიცებს, რომ გვარამიას ბრალი პროკურატურამ ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი არ ჰქონდა.
სასამართლომნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეუფარდამას ასევე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები






