"პუტინს ეგებიან ფეხქვეშ და მის მსახურებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ იქიდან არ გაუბრაზდნენ" - ანალიტიკოსები საგარეო პოლიტიკის გამო "ოცნებას" აკრიტიკებენ
პოლიტიკა - 16:10, 11 Aug, 2019     866
ანალიტიკოსები უერთდებიან ოპოზიციის კრიტიკას, რომელმაც "ოცნება" ღალატში და უმოქმედობაში დაადანაშაულა. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო ნაკლებად ისმის .


"ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნულ ბრალდებას იზიარებს. გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ეწევა.

„ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საერთაშორისო თანამეგობრობის მედიაციით და ჩართულობით, დღესდღეობით საქართველოს მხრიდან 100 %-ით სრულდება და რუსეთის მხრიდან 80%-ით არ სრულდება. გინდა სანქციები დავარქვათ ამას, გინდა რეალური განცხადებები, დემარშები შენ თუ არ წამოაყენე ეს თემა არ მოხდება და ნელ -ნელა ამის ნიველირება მოხდება. იმიტომ, რომ იმდენი თემა არის საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგში, რომ დაჩრდილავს სხვა თუ შენ არ მოახდინე, არა მარტო შენ, შენი დახმარებით უნდა შეკრიბო შენი პარტნიორი ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის სადაც სერიოზული მხარდამჭერი ქვეყნები იქნებიან ისინი, აშშ და ა.შ. სამწუხაროდ, არასაკმარისად აკეთებს და დღესდღეობით მე დავარქმევდი იმ პოლიტიკას რასაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას რომელიც პირიქით რუსეთის დღის წესრიგზე ასხამს წყალს,“-განაცხადა გიორგი მუჩაიძემ.

ხელისუფლების უმოქმედობას ეროვნულ და პოლიტიკურ უთავმოყვარეობად აფასებს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი. ნოდარ ხარშილაძე თვლის, რომ "ოცნება" ცდილობს ყველა ნაბიჯით პუტინს ასიამოვნოს.


„მათი დღის წესრიგი ის არის რომ პუტინი არ გააბრაზონ და რაღაც მოსკოვში ფრენების ფული გადაიხადონ რომ რუსებს გაუხარდეთ. ეს არის რაღაც უკიდურესი დონის უთავმოყვარეო და კოლაბორაციონული პოლიტიკა რაც ეროვნულ, არც პოლიტიკურ და არც ადამიანურ ღირებულებებში არ ჯდება. პუტინს ეგებიან ფეხქვეშ და მის მსახურებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ იქიდან არ გაუბრაზდნენ და შემდეგ ამათ შესაძლებლობა ჰქონდეთ რამე რომ იყოს რუსული ტიპის პროვინციული დიქტატურა დაამყარონ საქართველოში. 12 აგვისტოს ხელშეკრულებამ იმის საშუალება მოგვცა ჩვენ რომ ამერიკა ჩარეულიყო, ევროპა და აგრესია გაეჩერებინათ. გავითვალისწინოთ რა რაღაც გარიგებებზე რომ საუბრობენ მოსკოვთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთი ცნობილია თავისი იმიჯით რომ ხელშეკრულების დადების დროს იმაზე ფიქრობს რომ როგორ დაარღვიოს,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42