"პროკურატურამ ბრალდება ისე წარუდგინა ნიკა გვარამიას, რომ არ აქვს შესწავლილი საქმის მასალები" - დიმიტრი საძაგლიშვილი
პოლიტიკა - 15:24, 11 Aug, 2019     1017
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, განცხადებით "რუსთავი2"-ის ყოფილ დირექტრორს პროკურტურამ ბრალი ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი არ ჰქონდა.


დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისთვის გადაცემული დოკუმენტებით სავსე ყუთები დაუნომრავი და აღურიცხავი იყო, რაც საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია.

"ფაქტია ის გარემოება, რომ პროკურატურამ იჩქარა და ბრალდება ისე წარუდგინა ნიკა გვარამიას, რომ არ აქვს შესწავლილი საქმის მასალები. ჯერ ერთი შინაარსობრივ მხარეს

უფლებადამცველის განცხადებით, პროკურატურამ ბრალის წარდგენა ისე იჩქარა, რომ პროცედურული საკითხების მოგვარებასაც კი არ დაელოდა. თავი რომ დავანებოთ რომ არ აქვთ ჯერ შემოწმება ჩატარებული და დასკვნა არ არსებობს ფინანსური თვალსაზრისით. ეს გამოიხატა პროცედურულ და საორგანიზაციო საკითხებშიც. მაგალითად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს პროკურატურას რომ როდესაც ხდება ინფორმაციის გაცვლა ადვოკატისთვის, უნდა შედგეს გაცვლის ოქმი. ჩვენს შემთხვევაში მე გადმომეცა რაღაც დოკუმენტები. ნაწილი ამ დოკუმენტებიდან იყო დანომრილი და აღრიცხული. ხოლო ნაწილი არ იყო არც აღრიცხული და არც დანომრილი. უბრალოდ ყუთებში იყო ჩაყრილი. ამაზე სასამართლოში მოსამართლემ მითხრა, რომ მივიღე თუ არა საქმის მასალები რაზეც მე ვუთხარი, რომ რაღაც ყუთები გადმომეცა თუმცა არ ვიცი რა არის შიგნით ჯერ იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობითია. რაზეც პროკურატურის პასუხი იყო ასეთი რომ თითქოს მათ არც ავალდებულებთ საპროცესო კოდექსი, რომ აღრიცხონ რა ინფორმაციას გადმომცემენ და დანომრონ ეს ინფორმაცია. მათი პოზიცია იყო რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არც ერთი ასეთი ვალდებულება არ არის. თუმცა ბუნებრივია რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საუბარი არის რომ ოქმი უნდა შედგეს და ნებისმიერი ოქმი, იქნება ეს მიღება-ჩაბარების აქტი, როცა ხდება ვინმესთვის რამის გადაცემა უნდა იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას რა გადაეცა პიროვნებას. მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტზე, რომელზეც პირის თავისუფლებაა დამოკიდებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი სადაც მაღალი სტანდარტები უნდა იყოს დაცული. პროკურატურის ამ ლოგიკას თუ გავყვებით გამოდის რომ მათი მოლოდინი არის, რომ კანონში სახელებით ეწეროს რომ პროკურორი ვანო, პროკურორი პეტრე, პროკურორი პავლე ვალდებული არიან დანომრონ, რომ ერთის მერე ორი მოდის, მერე სამი მოდის. და ორშაბათის მერე რომ სამშაბათი მოდის ესეც უნდა ეწეროს კანონში მათი გაგებით, რაც სასაცილოა. იმიტომ არსებობენ პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები რომ მოახდინონ კანონის განმარტება, ინტერპრეტირება და ისე განახორციელონ ესა თუ ის ქმედება,"-ამბობს საძაგლიშვილი.

უფლებადამცველის განცხადებით, პროკურატურამ ბრალის წარდგენა ისე იჩქარა, რომ პროცედურული საკითხების მოგვარებასაც კი არ დაელოდა.

"ეს ყველაფერი უბრალოდ ხაზს უსვამს რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული დრო განსაზღვრული როდის უნდა წარედგინათ ბრალდება ნიკა გვარამიასთვის. ისინი არ დაელოდნენ იმას რომ მოეგვარებინათ, როგორც პროცედურული საკითხები, ისე შინაარსობრივი და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება. ჯერ გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა შეეცდებიან ამ გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც უკანონოა,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42