„ეს არის უბრალოდ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა. ასუფთავებს ველს. განსაკუთრებით იმის შემდეგ, როდესაც გვარამიამ განაცხადა, რომ ის აკეთებს ახალ არხს, რა თქმა უნდა ცდილობენ დააბრკოლონ, ხელი შეუშალონ. გასაკვირია და ყველაზე მთავარი ის არის რომ ქალბატონი, 9%-ის მფლობელი, რომლისაც საერთოდ არ გაუპროტესტებია კომპანია წაართვეს და მას არ აქვს პროტესტი. არც სტრასბურგში გაუპროტესტებია. ეს ადამიანი ედავება გენერალურ დირექტორს რომ ის თითქოს არასწორად მართავდა კომპანიას. და ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც რამდენიმე დღე არის დანიშნულია თურმე ასეთი გენიოსია რომ ყველაფერში გაერკვა და მას გაუჩნდა პრეტენზიები. ეს ხომ აბსურდის თეატრია,“-განაცხადა კობა ნაყოფიამ.
აბსურდის თეატრი - ასე აფასებს გიორგი ბარამიძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამართულ სასამართლო სხდომას.
მისი შეფასებით, საუბარი არ არის არანაირი დანაშაულზე და ის რასაც ახლა ნიკა გვარამიას ედავებიან ორი კომპანიის სამეურნეო საკითხია.
„აბსურდის თეატრია, საერთოდ არანაირი დანაშაულის შემადგენლობა არ არის ცხადია. მაგრამ რომც იყოს არის სამეურნეო საკითხები. ერთი ორგანიზაცია, მეორე ორგანიზაციასთან რა კონტრაქტს დადებს ეს არანაირად არ არსი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. მაგრამ ეს ნამდვილად არ გააჩერებს არც ნიკას, არც ერთ ჩვენგანს,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






