მისი თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე აეკრძალა.
კითხვაზე, ერთი თვის შემდეგ მიმართავს თუ არა ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით, პროკურორმა არ დააკონრეტა.
„უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, მიიჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი არის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოს, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ამას გარდა, მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის საფრთხეები და მიიჩნია, რომ გირაო, 40 ათასი ლარის ოდენობით და ამასთან დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ბრალდებულს აეკრძალოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე, სრულად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






