"ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს და არ მოეწონოს მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს კუპლეტი...ეს ყველაფერი დამთავრდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში..." - ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 10:42, 11 Aug, 2019     1038
"რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს ეხმაურება.

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება, პროკურატურა კი მისი სურვილის შემსრულებელია.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებით, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა კარგავს იმიჯს და საბოლოო ჯამში საზოგადოება იძულებული გახდება, ევროპული ღირებულებების გადასარჩენად დაიწყოს ბრძოლა.

"რესპუბლიკური" პარტიის ლიდერის პაგანცხადებით, პროცესები ისე ვითარდება, რომ საბოლოო დასასრული ფსიქიატრიული საავადმყოფოა. ბერძენიშვილი "ოცნების" ლიდერს "ჩარჩს" უწოდებს, რომელიც ფულისთვის დედას, შვილს და სამშობლოს დაუფიქრებლად გაყიდის.

“ეს ყველაფერი დამთავრდება რომელიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ამ სიგიჟის დონე შეუძლებელი ხდება უკვე. ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს და არ მოეწონოს მისი რომელიმე, როგორც ის ამბობს კუპლეტი. ეს რა თქმა უნდა ავნებს საქართველოს იმიჯს. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, ახლა განიცდის იმიჯის ნგრევას. იმიტომ, რომ ირკვევა, რომ სასამართლო არ არის, ირკვევა, რომ პროკურორი ადამიანი არ არის, ირკვევა, რომ საზოგადოებაც არ არის ისეთი ძლიერი როგორიც საჭიროა და ირკვევა, რომ მედიაზე ასეთი ტიპის შეტევა შეიძლება.

საბოლოო ჯამში საქართველო, ევროპული ღირებულებების გადასარჩენადაც დაიწყებს ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ. საქართველო ივანიშვილის გარეშე იქნება სხვა ქვეყანა და უნდა დავიმახსოვროთ, რომ მდიდარი ხალხი, განსაკუთრებით მდიდარი ხალხი, პოლიტიკაში არასოდეს არ უნდა მოვიყვანოთ იმის იმედით, რომ ის მდიდარია და მეტს აღარ მოიპარავს. თქვენ ახსენეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსიაო, ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა და ვერ იქნება პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. სოვდაგარიც კი არ არის და მართლა მილიარდერი კი არ არის, არის ჩვეულებრივი ჩარჩი, კარგად აღწერილი მე-19 საუკუნის ისტორიაში. ეს არის კაპიკის გამო ადამიანის და დედის და შვილის და სამშობლოს გამყიდველი კაცი. ამიტომ მისგან პოლიტიკოსობა გამორიცხულია,“- ამბობს ბერძენიშვილი.

გუშინ, გვიან ღამით, ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42