"ეს ქვეყანა კინოს გადასაღები პავილიონი არ არის და ამ პავილიონში თქვენ მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ, ღირსება დაიცავით" - ნიკა მელია გენპროკურორის წერილზე
პოლიტიკა - 15:22, 10 Aug, 2019     1319

ნიკა მელია იურისტ ანა ნაცვლიშვილის ხმაურიან განცხადებას ეხმაურება.

მელია ამბობს, რომ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ დეპუტატებმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს პასუხი უნდა მოსთხოვონ, მათი შეცდომაში შეყვანის გამო.

„ მათ მაგივრად შემრცხვა, მაშინაც მრცხვენოდა, როდესაც იქ ვიყავი, მათ ნაცვლად იმიტომ, რომ ჩანდა ხელშესახებად, რომ დიდ ნაწილს არ უნდოდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა. ახლა, რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური, იმიტომ, რომ ეს დეპუტატები ხომ კვლავ დეპუტატები არიან, ძვირფასო დეპუტატებო, ერთი წამით, რომ დაგიჯეროთ, რომ თქვენ შეცდომაში იყავით შეყვანილნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ან გენერალური პროკურორის, თადუმაძის მიერ, ერთნი არიან მაინც, ახლა მაინც, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხომ უნდა გამოხვიდეთ და პასუხი მოსთხოვოთ, როგორც მინიმუმ, გენერალურ პროკურორს, რომ რა გამიკეთე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე, რატომ მაკადრე. ეს ქვეყანა მართლაც კინოს გადასაღები პავილიონი არ არის და ამ კინოს გადასაღებ პავილიონში თქვენ მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ და თქვენი სახელი და გვარები ისტორიას დარჩება და მე უფრო გგულშემატკივრობთ, მგონი თქვენ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს. ღირსება დაიცავით, თორემ ნიკა მელია რომ არ გაინტერესებთ, გასაგებია“, - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილმა ხელი დაურტყა მაგიდაზე წინა დღეს და თქვა, რომ მელია უნდა წავიდეს ციხეში და ამისთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნას და შემოვიდნენ პროკურორები, დახვდათ 93 დეპუტატი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. არავის არაფერი წაუკითხავს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ის პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისას აუცილებლად მივა.

„3 სექტემბერს სახლიდან გამოვალ და მივალ პარლამენტში და დავესწრები საპარლამენტო სხდომას და, ალბათ, იქაც მექნება შესაძლებლობა, გავესაუბრო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ნიშნის მოგებას არავისთვის ვაპირებ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42