გიგი წერეთელი აცხადებს, რომ როდესაც ისეთ ადამიანს ეხება საქმე, როგორიც ნიკა გვარამიაა, უნდა იყოს სერიოზული საფუძველები, რომ ბრალის წარდგენა მოხდეს.
„ზოგადად, ის ტენდენციები, რაც დღეს არის, სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებითაც, სხვა მედიასაშუალებების მფლობელებთან დაკავშირებით და ა.შ. არის მცდელობა, რომ როგორმე, მაქსიმალურად დავიწროვდეს ეს არასასურველი მედიასაშუალებების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების წრეც იმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის უფრო კომფორტულად იგრძნოს ხელისუფლებამ თავი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მცდარი გზა, რომელიც საქართველოს არ აყენებს ნორმალური ქვეყნების რიგში და ძალიან კრიტიკული იქნება, ჩემი აზრით, შეფასებები ამ პროცესების. როდესაც ასეთი დონის საქმეა და ასეთ ადამიანს ეხება, როგორიც ნიკა გვარამიაა ან ნებისმიერ ასეთს, უნდა იყოს ძალიან სერიოზული საფუძვლები იმისთვის, რომ საქმე აღიძრას, ბრალის წარდგენა მოხდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






