"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პროკურატურასთან ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად იმყოფებოდა.
ვაშაძის თქმით, მიმდინარე საქმეს სამართლებრივ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"არაფერი სამართლებრივი დავა არ არსებობს, გინდა ეს ეხებოდეს ტელევიზია "იბერიას", "რუსთავი 2"-ს, "ტვ პირველს", გინდა ეს ეხებოდეს განადგურებულ ეკონომიკას, იატაკზე დაცემულ ლარს, კატასტროფულ მდგომარეობას, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ეს არის ხელისუფლების შემოქმედება. დაკავებული არიან იმით, რომ მოასუფთავონ თავისუფალი მასმედიის და ოპოზიციის ველი. სადამდე უნდა მოითმინოთ ეს ყველაფერი? არ გინდათ, ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც 735 მილიონს არ ხარჯავს მივლინებაზე? ასე გინდათ, ვიცხოვროთ რუსეთის ფედერაციაში? გინდათ ის ხელისუფლება, რომელიც იმის მაგივრად, რომ უმწვავეს პრობლემებს მიხედოს, ადანაშაულებს ხელისუფლებას რუსეთის 2008 წელს გაჩაღებულ აგვისტოს ომში. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ რამე სისულელის გაკეთება შეიძლება ეს ხელისუფლება გააკეთებ" - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






